შეერთებულმა შტატებმა 25 მაისს სანქციები დაუწესა "ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელს მალიში და რუსული კერძო არმია დაადანაშაულა მცდელობაში, დაემალა უკრაინაში გამოსაყენებლად სამხედრო აღჭურვილობის შეძენის და მისი რუსეთში გაგზავნის მცდელობა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ბრალად სდებს ივან ალექსანდრეს ძე მასლოვს, რომელსაც ის მალიში დაფუძნებული "ვაგნერის" გასამხედროებული ფორმირებების მეთაურად მოიხსენიებს, მჭიდრო კოორდინაციას მალის მთავრობის წარმომადგენლებთან, ამ ქვეყანაში ჯგუფის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, იტყობინება Reuters-ი.
"ვაგნერის" მაღალი რანგის წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზანია ამ ჯგუფის საერთაშორისო მოქმედების შეჩერება", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის, ბრაიან ნელსონის განცხადებაში.