აშშ-ს სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს-ენტონი ბლინკენი

1 კვირის წინ 12

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციისა, საქართველოს ხალხმა აჩვენა ურყევი მონდომება თავისი ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია რაც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ” | წერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა