ბელგოროდის ოლქს დრონით შეუტიეს

1 კვირის წინ 16

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბა ოქტიაბრსკში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. კონკრეტულად რომელი, გუბერნატორი არ ასახელებს. რუსული ტელეგრამ-არხის, „ბაზას“ ცნობით, შეტევა განხორციელდა კონცერნ „გაზპრომის“ შენობაზე.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.

სრულად წაკითხვა