26 მაისის დილით, კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა ერთ-ერთ საოფისე შენობა და რამდენიმე მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩნდა ძრავა უპილოტო საფრენი აპარატის, რომელმაც სავარაუდო თავდასხმა განახორციელა აღნიშნულ შენობაზე.
თვითმხილველების მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დაზიანებულია კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანია МТС-ის შენობის ფასადი და სახურავი.მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ეს არის პირველი საავიაციო ინციდენტი კრასნოდარის ოპლქში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ყუბანის დედაქალაქიდან ფრონტის უახლოეს წერტილამდე-დაახლოებით 330 კილომეტრი. უცნობია,, თუ ვის ეკუთვნოდა იპილოტო მფრინავი აპარატი.
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონები რეგულარულად მოდის ცეცხლის ქვეშ, არის განადგურება და მსხვერპლი. რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. ამ ცნობებზე კიევი კომენტარს არ აკეთებს.