იდენტიფიცირებულია უკრაინაში დაღუპული 24 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი

1 კვირის წინ 10

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, მოახერხეს უკრაინაში შეჭრის დროს დაღუპული 24 005 რუსი ჯარისკაცის სახელის ამოცნობა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა კიდევ 1,361 მსხვერპლის სახელი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს კვლავაც აღემატება 2022 წლის განმავლობაში დადასტურებული ყოველკვირეული დანაკარგების საშუალო მაჩვენებელს.

ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი მსჯავრდადებულებისგან შემდგარმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ განიცადა. მკვლევრებისთვის ცნობილი ამ პერიოდში დაღუპული 4,315 ყოფილი პატიმრის სახელი.

დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით კვლავ სვერდლოვსკის მხარე და კრასნოდარის მხარე ლიდერობენ.

ჟურნალისტები დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგში მხოლოდ ის სამხედროები შედიან, რომელთა დაღუპვაც ღია წყაროების საფუძველზე დადგინდა. დანაკარგების რეალური რაოდენობა, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება შესამჩნევად მაღალი იყოს. ჟურნალისტების აზრით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს შეეძლო 48 ათასი ადამიანი დაეკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკადრო დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულ ციფრებზე კომენტარს არ აკეთებს.

სრულად წაკითხვა