გაეროს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე ჰააგაში, 19 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ამართლებს იმით, რომ იშველიებს „საშინელ ტყუილს“ იმაზე, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო გენოციდის შეჩერება.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაცვისთვის მიიღო, რუსეთი კი კონვენციას იშველიებს განადგურებისთვის“, - განუცხადა მოსამართლეებს უკრაინის წარმომადგენელმა ანტონ კორინევიჩმა.
მან გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს მოუწოდა, დაადგინოს, რომ აქვს საქმის მრავალმხრივი განხილვის იურისდიქცია და საბოლოო ჯამში, მიიღოს რუსეთის მიერ რეპარაციის გადახდის გადაწყვეტილება, უკრაინაში ყალბი საბაბით შეჭრის გამო.
„შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფომ გენოციდში ყალბი ბრალდებები იმის საბაბად, რომ გაანადგუროს ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბოს და მათი სახლებიდან ბავშვების დეპორტაცია მოაწყოს? როცა გენოციდის შესახებ კონვენციის ასეთი ცინიკური ბოროტად გამოიყენება ხდება, ნუთუ ეს სასამართლო უძლურია? ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს 'არა'", - თქვა კორინევიჩმა.
18 სექტემბერს რუსეთმა გაეროს სასამართლოს მიმართა, შეწყვიტოს საქმის განხილვა და განაცხადა, რომ „კიევის იურიდიული არგუმენტები „უიმედოდ მცდარია“.
უკრაინამ ჰააგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა თავის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, შარშან 24 თებერვალს. კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, როცა აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა გამართლებულია იმის გამო, რომ შეეჩერებინა აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო გენოციდი.
უკრაინა აცხადებს, რომ აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც 2014 წლიდან ომია, გენოციდი არ ყოფილა და გენოციდის შესახებ ხელშეკრულება არ უშვებს სავარაუდო გენოციდის შეწყვეტის მიზნით შეჭრას.
მოსმენები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. იგი მოიცავს არა საქმის არსებით განხილვას, არამედიურისდიქციის შესახებ იურიდიული არგუმენტების მოსმენას.
კონვენცია გენოციდს განსაზღვრავს როგორც დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა იმ „მიზნით, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი“.
უკრაინამ პირველი ზღუდე უკვე გადალახა: მარტში სასამართლომ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკისრა რუსეთს ვალდებულება, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება უკრაინის ტერიტორიაზე.
რუსეთი უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს თავისი გადაწყვეტილების განხორციელება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილებებს შეიძლება შედეგი ჰქონდეთ ომის შემდეგ კომპენსაციის გადახდისთვის.